ფეხბურთი

16:19 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკას ჩინეთში უხმობენ

იტალიური “მილანის” და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელის კარლოს ბაკას შეძენით ჩინური “ტიანძინი” ინტერესდება – იუწყება გამოცემა Football Italia.

“ტიანძინის” მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავაროა, რომელსაც მაღალი დონის ფორვარდის დამატება სურს. ის დიეგო კოშტას და ნიკოლა კალინიჩის შეძენა ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ახლა მზადაა, რომ კოლუმბიელ ფორვარდს ზღაპრული ხელფასი შესთავაზოს.

ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა თებერვლის ბოლომდე ღიაა და გამორიცხული არაა, რომ ბაკას ტრანსფერი გაიჩახროს, რადგან ხშირად იწერება, რომ მას ვიჩენცო მონტელასთან მთლად კარგი ურთიერთობა არ აქვს.

ბაკამ მიმდინარე სეზონში “როსონერის” რიგებში 22 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

0.13981