მადრიდის “რეალი” ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" მეკარის, ტიბო კურტუას გადაბირებას ეცდება. როგორც ინტერნეტპორტალი OK Diario იტყობინება, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა ბელგიელი კიპერის აგენტს უკვე ესაუბრება და თანამშრომლობას სთავაზობს.
წყარო ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებს. აქვე გეტყვით, რომ კურტუას “რეალში” შესაძლო გადასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს დაიწყო.
ტიბო კურტუა “ჩელსიში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მანამდე კი, სახელი მადრიდულ გუნდში, “ატლეტიკოში” თამაშით გაითქვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის შემცვლელის პოვნა რთულია ნავასი შარშან გლიჯავდა წელს მოუკლო
კურტუამ თავისი გვარიდან ასო "რ" ამოაგდოს და ფაქტიურად რონალდოს სეხნია ხდება DDDDDDDDD
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
an ეს ან დეხეა რეალის კარებში იქნება
ფრენკ ნაღდად არგეთანხმები, რომ კარგ ფასად გასაშვებია, დაუშვათ და გავყიდეთ ვინ მოგვყავს მის შემცვლელად, ნუ მე არავინ მეგულება ამ ეტაპზე ვგულისხმობ რეალურ შემცვლელს,ისე ძნელია ჩეხის მერე ვინმე დაგევასოს და საერთოდ ამ ხალხს ვერავინ შეცვლის,ესენია ჩეხი,ტერი,კოული,ლამპარდი, დროგბა. რაც შეეხება გასაშვებ ხალხს ჩემიაზრით მატიჩი და ფაბრეგასია გასაშვები და ამათ ნაცვლად ვერატი უნდა დავითრიოთ, ასევე კოკეც ტუ დავითრიეთ კარგი იქნება მაგრამ მეეჭვება, ნუ ნაინგოლანზეც არვიტყოდი უარს.
მატიჩი კიდე ხო, მარა ფაბრეს რას ერჩი. ამ სეზონზე ყველა თამაშში, სადაც კი შემოვიდა, უმაღლესი დონე აჩვენა. სუპერ პასები და მოედნის ისეთი ხედვა, იშვიათად რო აქვთ დღეს
არვიცი ეს იმფო რამდენად სანდოა
მაგრამ მე პირადად კურტუას წასვლის მომხრე ვარ აი დღემდე ვერ შევიყვარე რა ეს კიპერი და მომკალით ვერასოდეს შემიცვლის ჩეხს ბელგიელი
თან ადამიანური თვისებებითაც მანდამაინც არვცემ დიდ პატივს
მოკლედ მე არვარ მისი მოტრფიალე კაი ფულის სანაცვლოდ უნდა გაყიდონ და არანაკლებ მეკარეს იყიდიან
ვინ მიგაჩნია ღირსეულ შემცვლელად? დონარუმაზე ისეთი ამბებია, არამგონია გადმოვიდეს. დეხეა მომწინს მარა კურტუას ფასი კი დაჭირდება მაგის ყიდვას და რაღა აზრი აქ?!
არაფერი მეკარე ეგ არაა
+11
ხელები შორს ტიბისგან!
რეალის გაძლიერება ყოველთვის მიხარია, მაგრამ არა ჩელსის ხარჯზე