ფეხბურთი

15:29 | 9.02.2017 | ნანახია 1668 - ჯერ

კავანი: "ნაპოლის" "რეალის" დამარცხება შეუძლია"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი მის ყოფილ კლუბს, “ნაპოლის” აქებს. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, იგი “აძურის” თამაშს თვალს ადევნებს და მიაჩნია, რომ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში “რეალის” დამარცხება შეუძლიათ.

“როდესაც შანსი მაქვს “ნაპოლის” თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და ძლიერი გუნდია, რომელიც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. მოიგებს თუ არა სკუდეტოს ვერ გეტყვით, რადგან ჯერ ბევრი დროა სეზონის ბოლომდე. რაც შეეხება “რეალთან” თამაშს, რატომაც არა – ჩემი აზრით, “ნაპოლის” შესწევს ძალა ესპანელთა ბარიერი გადალახოს.

დაბრუნება? – ამჟამად პსჟ-ში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ნეაპოლში დავბრუნდე”, - აღნიშნა კავანიმ, რომელმაც “ნაპოლის” რიგებში 2010-2013 წლებში 138 თამაში ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა.

"ნაპოლისა" და “რეალის” დაპირისპირება 15 თებერვალს მადრიდში გაიმართება, ხოლო საპასუხო - ნეაპოლში, 7 მარტს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:08 | 09.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ნაპოლი რეალს შენ ბარსელონას

16:37 | 09.02.2017
სავაშა__ (6590)

არავის არ ჭირდები ნეაპოლში არც ახლა და მერე მითუმეტეს ფულის მონა სი-რი! ეს, ლავეცი და იგუაინი მეზიზღება

15:59 | 09.02.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

მე ეგ ამბავი ძალიან მესიამოვნება. თუ მოისროლა ნაპოლიმ თეთრები, ჯერ კიდევ მარადონასდროინდელ ჯავრს ამოიყრის მათზე.
როგორც ლიგის დაწყების წინ ვთქვი, ახლაც იმ აზრზე ვარ. ფინალში სიტი-ნაპოლი გადიან და სიტი იგებს.
ანიკო არ დამცინო. ეს უეჭველი პროგნოზია და ინანებ იცოდე... DDDDDDDDDDDDDDDD

18:11 | 09.02.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ბარსას მერე გუარდისკენ ვარ ამიტომ მაწყობს ეგ და არ გავიცინებ

16:05 | 09.02.2017
alermedoni (64)

ეხლა მაგ პროგნოზზე ლარი რომ დადო მგონი 100 000 - ზე მაინც ახვალ თუ გაარტყი

15:49 | 09.02.2017
LA.paata (757)

მაგდენ ტლიკინს ჯობია თავს მიხედო შე მაზილა, რამდენ გოლებს აფუჭებ ყოველ თამაში? მოვა ბარსა და გნახავ რა ბიჭი ხარ...

0.146924