დონეცკის “შახტარის” ხორვატმა მცველმა დარიო სრნამ თავისი თანამემამულის ლუკა მოდრიჩის შესახებ ისაუბრა.
“მოდრიჩი ჩემთვის მეგობარზე მეტია. დღესდღეობით ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია, ეს ეჭვგარეშეა. ლუკა ყოველ წელს იზრდება, როგორც ფეხბურთელი. ახლა ის სპორტული ფორმის პიკზეა. მას შემდეგ, რაც “რეალში” გადავიდა, ძალიან გაიზარდა” – განაცხადა სრნამ.