საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების 2017 წლის სეზონის კალენდარი წარადგინა.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ორივე გათამაშება სტარტს 4 მარტს აიღებს და 3 დეკემბერს დასრულდება. 10 გუნდი ერთმანეთს ოთხ წრედ დაუპირისპირდება.
ორივე ლიგის სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტებში: