საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა. მსოფლიო რეიტინგში 87-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ შეხვედრაში ფრანგ ადრიან მანარინოს (ATP 56-ე ადგილი) დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6, 7:6 იმარჯვა. მატჩი 1 საათი და 36 წუთი გაგრძელდა.
მერვედფინალში ნიკას მეტოქე პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. შეხვედრა 9 თებერვალს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.
სოფიას ღია პირველობის საპრიზო ფონდი 482 060 ევროს შეადგენს.