ჩოგბურთი

18:57 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: “ვიმედოვნებ, შარაპოვა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდება”

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარია შარაპოვას შესახებ ისაუბრა, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ კორტს აპრილის თვეში დაუბრუნდება.

“მე და მარიას ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მინდა მას დიდი პატივისცემა დავუდასტურო, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. მარიას ერთ წელზე მეტია არ უთამაშია, ის ძალიან ბედნიერია თამაშის საშუალება რომ მიეცემა. მინდა კორტს მალე დაუბრუნდეს და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდეს, მან ეს დაიმსახურა”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

0.113204