საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი 7 თებერვალს ანტალიაში ჩავიდა და ამ ქალაქის აღმოსავლეთ საკურორტო ნაწილში, ლარაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “კრემლი პალასში” დაბინავდა.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, კახაბერ მეშველიანი
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, გიორგი გურული, ანრი ჭიჭინაძე, შალვა ბურჯანაძე, დავით ხურცილავა, გიორგი ქიმაძე;
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური, ბიძინა მახარობლიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბექა ტუღუში, გრიგოლ დოლიძე, შალვა ფურცხვანიძე, ნიკო კვასხვაძე:
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე, თორნიკე კაპანაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, დავით იონანიძე.
“ტორპედო” თურქეთში 21 თებერვლამდე დარჩება და ამ დროის განმავლობაში ოთხ სპარინგ-მატჩს ჩაატარებს: 10 თებერვალს ბოსნია-ჰერცეგოვინას “სლობოდასთან“ (ტუზლა), 13 თებერვალს პოლონურ „პოდბესკიდზესთან“ იყო თამაში დაგეგმილი, თუმცა მეტოქე შეიცვალა და ქუთაისელები უკრაინის პირველი ლიგის მესამედგილოსან “დესნას” (ჩერნიგოვი) დაუპირისპირდებიან, 15 თებერვალს ქართული კლუბის მეტოქე რუსული მოსკოვის “დინამო“ იქნება, მეოთხე მატჩი 20 თებერვლისთვის იგეგმება, სპარინგ-პარტნიორი კი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გადმოდი კლივლენდში დააჯვი ოთხ ნომერზე რაღას დაყ პროჭაობ ბიჯოოო ან ბეჭედი არ გინდა ან ლებრონის პასები არ გინდა
კი ვიფიქრე, სულ 21 წუთი რომ ითამაშა, რაცხა ფარცაგია წარბას თავს თქვა

დდდდდდდდდ
საკმარისია ჰეივორდის სერიოზული ტრავმა და ახლა მაზდაც რო გამოკლებოდა ლიგას მაგრად გატეხავდაა
წელს მაგრად აქვს მომატებული დევისს, მაგრამ გუნდს დიდად არ ეტყობა რო ორის უპერვარსკვლავი ყავთ გუნდშიი.
სხვა პოზიციებზეც უნდა მოძლიერდნენ თორე ექნებათ ამ ორ მონსტრს სუპერ სტატისტიკა და გუნდი იქნება მიფარცაკებული, თან დიდად არ აქუხებთ მე მგონია რო აგებენ და ბედნიერები არიან იმით რო მაგარი სტატისტიკები აქვთ