ფეხბურთი

11:02 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა: IV ტურის ბათუმურ-თბილისური დასასრული

7 თებერვალს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზმა, საქართველოს ფუტსალის ლიგის VI ტურის ბოლო ორ შეხვედრას უმასპინძლა.

ბათუმური სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში, ადგილობრივი დინამო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდა. „სტუდენტები“ 2017 წელს განახლებული შემადგენლობით და ახალი მთავარი მწვრთნელით, ალიკ სარქისიანით შეხვდნენ, რაც მათ სადებიუტო ასპარეზობას დაეტყო კიდეც. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რიგ ეპიზოდებში სტუმრები სჯობდნენ კიდეც მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ უკეთესი ფიზიკური კონდიციების და საშინაო კედლების ხარჯზე, აჭარლებმა მეორე ტაიმის შუაწელში შეძლეს თავიანთი უპირატესობის განმტკიცება და მორიგი საშინაო გამარჯვება იზეიმეს - 4-1. ჰეთ-თრიკით გამოირჩა მათი ახალწვეული, დავით ჩაჩხუნაშვილი. დინამოელებმა 12 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ტურის დასკვნითი შეხვედრა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბმა მფკ მგლებს უმასპინძლა და 4-7 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, რაც ანგარიშზეც აისახა - 2-2. მეორე ტაიმში კი თითქმის ახალი შემადგენლობით მოასპარეზე „მტაცებლებმა“ უპირატესობა ხელთ იგდეს და პირველივე გასვლით შეხვედრაში დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს. აღნიშნული დაპირისპირება მგლების ახალწვეულის ზურაბ ძაგანიას ბენეფისად იქცა - 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა (!!!), ასეთია თბილისელთა ფორვარდის სადებიუტო სტატისტიკა, ახალი კლუბის მაისურით ჩატარებულ შეხვედრაში. და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ოთხივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი სანახავი გამოდგა, რაც დამატებით აბლოდისმენტებს იმსახურებს. ამ მოგების შემდეგ მგლებმა 7 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლეს. რა შეეხებათ ბათუმელ სტუდენტებს, „სეზონის სიურპრიზად“ შერაცხვის მიუხედავად, 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან „მოკალათებულნი“.

07.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. VI ტური

მფკ დინამო (ბთ) - მფკ იბსუ 4-1(2-1)

გოლები: 0:37’ ბროლაძე (1-0), 13:24’ მაისურაძე (1-1), 19:14’ ჩაჩხუნაშვილი (2-1), 30:26’ ჩაჩხუნაშვილი (3-1), 30:40’ ჩაჩხუნაშვილი (4-1)

გაფრთხილება: 24:46’ გ.მახარაძე (დინ), 27:13’ შამილაძე (დინ)

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ მგლები 4-7 (2-2)

გოლები: 07:20’ ძაგანია (0-1), 11:52’ ბერიძე (1-1), 16:35’ ნადარაია (2-1), 18:51’ გიორგაძე (2-2), 21:25’ ძაგანია (2-3), 22:14’ ძაგანია (2-4), 22:50’ ნადარაია (3-4), 24:26’ ძაგანია (3-5), 25:44’ მაჭარაშვილი (3-6), 26:44’ ბერიძე (4-6), 28:54’ მამულაძე (ს.კ) (4-7)

გაფრთხილება: 08:02’ კვანტალიანი (მგლ), 09:14’ ფუტკარაძე (ბსუ), 29:19’ რუხაძე (ბსუ)

შეგახსენებთ, რომ ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა, 3 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

03.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VI ტური

მფკ სტუ-თელასი - მფკ თბილისი ვარიორსი 9-6 (5-2)

გოლები: 0:34’ ალფონსე ები (0-1), 01:08’ თოფურია (1-1), 04:55’ ალფონსე ები (1-2), 05:58’ ასათიანი (2-2), 07:20’ ცნობილაძე (3-2), 08:23’ კურბანოვი (4-2), 15:09’ თოფურია (5-2), 21:53’ თოფურია (6-2), 23:15’ ალფონსე ები (6-3), 30:54’ წვერავა (7-3), 31:50’ მერკვილაძე (8-3), 32:10’ ბერტრანი (8-4), 34:36’ გეგეშიძე (8-5), 38:45’ ასათიანი (9-5), 39:01’ ალფონსე ები (9-6)

გაფრთხილება: 22:20’/34:48’ კურატიშვილი (ვარ)

გაძევება: 34:48’ კურატიშვილი (ვარ)

მფკ თბილისი - მფკ აფხაზეთი6-8 (2-4)

გოლები:01:48’ კირთაძე (1-0), 05:21’ ახალაია (1-1), 10:08’ კორღალიძე (1-2), 12:23’ ნადირაძე (1-3), 16:13’ ღუდუშაური (2-3), 19:03’ ახალაია (2-4), 20:47’ კუხალეიშვილი (3-4), 23:33’ ქეშელაშვილი (3-5), 25:59’ ჯოხაძე (4-5), 29:16’ მარუაშვილი (5-5), 33:09’ კირთაძე (6-5), 35:48’ კორღალიძე (6-6), 36:47’ ჭანტურიძე (6-7), 38:26’ კვარაცხელია (6-8)

გაფრთხილება: 06:08’ ნადირაძე (აფხ), 10:40’ დარჩია (თბ), 13:33’ ხარაიშვილი (აფხ)

მფკ აგორა - მფკ ტატიშვილი0-8 (0-3)

გოლები:01:42’ ზ.ლუკავა (0-1), 17:12’ ზ.ლუკავა (0-2), 19:30’ სიგუნავა (0-3), 21:33’ ჭანუყვაძე (0-4), 21:44’ სიგუნავა (0-5), 26:40’ კობაიძე (0-6), 27:36’ ჭანუყვაძე (0-7), 38:29’ კაკაბაძე (0-8)

გაფრთხილება: 18:33’ სიგუნავა (ტატ), 26:35’ ალავიძე (აგო), 32:19’ დაჩანიძე (აგო), 33:12’ ჭუმბურიძე (ტატ)

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი), სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 14, აჰი ალფონსე ები (ვარიორსი) – 11, შოთა თოფურია (თელასი) – 10

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.133011