ისტორია

9:59 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

8 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937 – დაიბადა დიტო შანიძე. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძალოსანი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1969-1974). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1972, 1973). 1973 წლის მსოფლიო ჩემპიონი ორჭიდში. მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1974). დამყარებული აქვს რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. ორი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (1968, 1972). ორივეჯერ პირველობა მეტოქეებს (იაპონელ იოსინობუ მიიაკესა და ბულგარელ ნორაირ ნურიკიანს) მხოლოდ პირადი წონის გამო დაუთმო. დიტო შანიძე 2010 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1936 - ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში, პირველი დრაფტი განხორციელდა. “იგლზმა” ჯეი ბერვანგერი აიყვანა.

1948 - შვეიცარიის საკურორტო ქალაქ სენკტმორიცში ზამთრის მეხუთე ოლიმპიადა გაიხსნა.

1957 - სუდანის დედაქალაქ ხართუმში აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია დაარსდა. პირველ პრეზიდენტად აბდელაზიზ სალამი აირჩიეს.

1960 - ბილ რასელი (“ბოსტონ სელტიკსი”) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში, 50-ზე მეტი მოხსნა განახორციელა (51).

1968 - “დინამოს” შემადგენლობაში თბილისში მიხეილ ქორქიას დებიუტი შედგა. იგი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და 18 ქულა გააკეთა. “დინამომ” “ჟალგირისს” 79:65 მოუგო.

1980 - თბილისის “დინამომ” არგენტინული საფეხბურთო ტურნეს დასკვნით მატჩში, ტუკუმანში ადგილობრივ “სან მარტინს” 5:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები, რევაზ ჩელებაძემ (3), ვიტალი დარასელიამ და ნუკრი კაკილაშვილმა გაიტანეს. “დინამო” (მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, სულაქველიძე, ქორიძე, ხინჩაგაშვილი, გ. მაჩაიძე, დარასელია (შენგელია), მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი, მინაშვილი, ყიფიანი (კაკილაშვილი), ჩელებაძე.

1981 - თბილისის “დინამომ” იუგოსლავიური საფეხბურთო ტურნეს მეორე მატჩში, მოსტარში ადგილობრივ “ველეჟთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი გია თავაძემ გაიტანა. “დინამო” (მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, კოსტავა, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, თავაძე, სვანაძე (ჯოხაძე), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.

1981 - ათენში ოლიმპიურ სტადიონზე “ოლიმპიაკოსისა” და აეკ-ის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარმა ჭყლეტამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2004 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ტრიბუნებზე სპეციალურად გამოყოფილ 21 ადგილზე დაღუპულ გულშემატკივართა გვარებია ამოტვირფული.

1983 - ჰოკეის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში, კემპბელმა უელსს 9:3 მოუგო. შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართა. ამ მატჩში, უეინ გრეცკიმ პირველ პერიოდში 4 შაიბა გაიტანა.

1984 - იუგოსლავიის (ბოსნია ჰერცოგოვინას) ქალაქ სარაევოში, ზამთრის მეთოთხმეტე ოლიმპიადა გაიხსნა.

1987 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 37-ე მატჩი ჩატარდა. ოვერტაიმში დასავლეთმა აღმოსავლეთს 154:149 მოუგო.

1992 - დაარსდა რუსეთის საფეხბურთო კავშირი.

1994 - საქართველოს ნაკრებმა მალტის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე სლოვენიასთან 0:1 წააგო. საქართველო (ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, კუდინოვი, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე (ყაველაშვილი), ყიზილაშვილი.

1998 - საქართველოს ნაკრებმა მალტის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ალბანეთის გუნდს მოუგო (3:0). გოლები თემურ ქეცბაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. საქართველო (მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი) შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: გვარამაძე, ჩიხრაძე, შელია, სილაგაძე, კალაძე, შეყილაძე, ჯამარაული (კიკნაძე), ნემსაძე, ქეცბაია, ყაველაშვილი, იაშვილი.

1998 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 48-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 135:114 მოუგო. თამაში ნიუ იორკში გაიმართა.

2005 - თბილისის “დინამომ” ესპანეთის მარბელას “გვადალპინის თასის გათამაშებაში” ჩატარებულ მატჩში, მოსკოვის “სპარტაკს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან ორივე გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა. “დინამო” (გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ზოიძე, ორბელაძე, სილაგაძე, ჭიჭვეიშვილი, რომერო, კანდელაკი, გ. ჭელიძე (ნემსაძე), ბაბუნაშვილი (კაშია), ჯამარაული, კაკალაძე, მელქაძე (დვალი).

2005 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ნიუ ჯერსის” მოთამაშემ, ვინს კარტერმა “ფილადელფიასთან” პაექრობისას 43 ქულა მოაგროვა. მატჩი მისმა გუნდმა 107:97 მოიგო. ზემოთხსენებული შედეგის წყალობით, კარტერმა თავის კარიერაში 10 ათას ქულიან ზღვარს მიაღწია.

2005 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ქვეყნის 19 წლის ასაკის მოთამაშეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე, ხოლო თანაშემწედ ზაურ სვანაძე დაამტკიცა. ასევე, 17 წლის ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცად ლევან მელიქია დაინიშნა.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” საკუთარ მოედანზე ნბა-ს იმჟამინდელი ჩემპიონი, “დეტროიტ პისტონზი” დაამარცხა (99:98). ქართველმა ცენტრმა “ჰოუქსის” სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა და 34 წუთის განმავლობაში, 16 ქულა მოაგროვა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება განახორციელა.

2006 - იტალიური საფეხბურთო კლუბის, “ლივორნოს” მთავარ მწვრთნელად კარლო მაცონე დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე რობერტო დონადონი შეცვალა.

2006 - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, სტადიონ “მესტალიაზე” მომხდარი არეულობის გამო, “ვალენსიას” 6 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. 2006 წლის 25 იანვარს, ესპანეთის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩი, რომელშიც “ვალენსია” “დეპორტივოს” მასპინძლობდა, 44-ე წუთზე შეწყდა. მატჩის გვერდით არბიტრს თავზეხელაღებული ქომაგის მიერ ნასროლი საგანი თავში მოხვდა. ამის გამო მან სერიოზული დაზიანება მიიღო, შეხვედრა კი აღარ გაგრძელებულა.

2006 - შვეიცარიასთან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფში მომხდარი ჩხუბის გამო თურქეთის ნაკრებს ევრო-2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე მიუსაჯეს.

2006 - კვიპროსში, შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” ამხანაგურ მატჩში, რუმინული “ფანდორი” დაამარცხა (2:0). გოლები გიორგი მერებაშვილმა და მიხეილ ბობოხიძემ გაიტანეს.

2007 - საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი გოგუაძე აირჩიეს. მან ამ პოსტზე ბადრი ბიწაძე შეცვალა.

2007 - თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში, “ვიტ ჯორჯიამ” მაკედონიის ჩემპიონ “რაბოტნიჩკისთან” ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა უგოლოდ დაასრულა. “ვიტ ჯორჯია” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ბედიაშვილი, პ. დათუნაშვილი, კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, გ. დათუნაშვილი, კვაღინიძე, სახოკია (მელქაძე, 46), კიკნაძე (ღუჭაშვილი, 66), გელაშვილი.

2009 - სოფელ ორჭოსანთან სეპარატისტ-ბანდიტებმა საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე მიმავალი მსაჯი მალხაზ ბეუქლიშვილი და სფფ-ის დამკვირვებელი თამაზ კოსტავა გაიტაცეს.

2010 - ძიუდოში პარიზის დიდ სლემზე 60 კგ წონით კატეგორიაში პირველობა დავით ასუმბანმა მოიპოვა, ლევან წიკლაური (81 კგ) და ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

2014 - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლისმსოფლიოთასის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში, ლისაბონში მასპინძელი პორტუგალია დაამარცხა. 17:3 მოგებისშემდეგ, მეორე ნახევარშიბორჯღალოსნებმაორი ჯარიმა გაუშვეს, თავად ჯერ ჯარიმა, მერე კი, ორილელო გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 34:9.

ამ დღეს დაიბადნენ

1898 - ხუან არემონი. ურუგვაელი ფეხბურთელი. 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ურუგვაის შვიდგზის ჩემპიონი.

1901 - იანინა შპიხაკოვა-კურკოვსკა. პოლონელი მშვილდოსანი. მსოფლიო ჩემპიონი.

1905 - პრეგინიო. 1920-30-იან წლებში ბრაზილიური “ფლუმინენსეს” ფორვარდი. კლუბის სტადიონზე დადგმულია პრეგინიოს ძეგლი.

1925 - რაიმონდო დ’ინტეო. იტალიელი ცხენოსანი. ოლიმპიადებზე პირველად 1948 წელს იასპარეზა, ბოლოს _ 1976 წელს. ამ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1928 - ვლადიმერ მარღანია. თბილისის “დინამოს” მეკარე. 1951 და 1953 წლებში მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლები. 1950 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი მატჩების მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვლადიმერ მარღანის 1958 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

1929 - როჯერ ბირნი. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. 1958 წელს მიუნხენთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

1929 - კარლ კოლერი. 1940-60-იან წლებში ავსტრიის “ფირსტ ვიენას” ნახევარმცველი (836 მატჩი, 101 გოლი). ავსტრიის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი. 1954 და 1958 წლების მუნდიალების მონაწილე.

1937 - დიტო შანიძე. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძალოსანი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1969-1974). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1972, 1973). 1973 წლის მსოფლიო ჩემპიონი ორჭიდში. მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1974). დამყარებული აქვს რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. ორი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (1968, 1972). ორივეჯერ პირველობა მეტოქეებს (იაპონელ იოსინობუ მიიაკესა და ბულგარელ ნორაირ ნურიკიანს) მხოლოდ პირადი წონის გამო დაუთმო. დიტო შანიძე 2010 წელს გარდაიცვალა.

1938 - იოზეფ მასოპუსტი. ჩეხოსლოვაკიელი ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 1962 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა. 1962 წლის მუნდიალზე ფინალურ მატჩში იასპარეზა (მაშინ ჩეხოსლოვაკია ბრაზილიასთან დამარცხდა, 1:3).

1944 - ალექსანდრ ვენცელი. 1960-70-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მეკარე. ქვეყნის სამგზის ჩემპიონი და ორჯერ თასის მფლობელი. ბრატისლავის “სლოვანთან” ერთად მოგებული აქვს თასების თასი (1969).

1959 - რედონდო გალიეგო. მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი. ორჯერ აქვს მოგებული უეფას თასი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

1963 - დიმიტრი კუდინოვი. თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების მცველი. გამოდიოდა სოჭის “ჟემჩუჟინაშიც”.

1966 - ხრისტო სტოიჩკოვი. ბულგარელი ფეხბურთელი. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ბულგარეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ღირსების დაცვისას. 1994 წელს ევროპაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 1994 წლის მუნდიალის (მასპინძელი აშშ) მეოთხე ადგილოსანი. ბულგარეთის ნაკრების 83 მატჩში გაიტანა 37 გოლი. წვრთნიდა ბულგარეთის ნაკრებს.

1966 - ბრუნო ლაბადია. გამოდიოდა რამდენიმე გერმანულ კლუბში და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 100 გოლზე მეტი აქვს გატანილი როგორც პირველ, ასევე მეორე ბუნდესლიგაში. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.

1969 - თენგიზ მესხაძე. ქართველი მოკრივე. დსთ-ს თასის მფლობელი. თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის მონაწილე. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მწვრთნელი.

1970 - ალონზო მურნინგი. “შარლოტ ბობქეთსის,” “ნიუ ჯერსი ნეთსისა” და “მაიამი ჰითის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (208 სმ). 2000 წელს, Dream Team-ის (“ოცნების გუნდი”) შემადგენლობაში, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

0.114487