ფეხბურთი

19:25 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კუარეჟმამ "ბეშიქთაშთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

თურქეთის ჩემპიონმა სტამბულის “ბეშიქთაშმა” ვეტერან პორტუგალიელ ნახევარმცველ რიკარდო კუარეჟმას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “არწივების” ვებგვერდი იტყობინება, 33 წლის ევროპის ჩემპიონი თურქულ გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

რიკარდო კვარეჟმა “ბეშიქთაშში” 2010-2012 წლებში თამაშობდა, ხოლო 2015 წელს ისევ სტამბულში დაბრუნდა. ამ დროის განმავლობაში კვარეჟმამ “ბეშიქთაშის” მაისური 134-ჯერ მოირგო და 28 გოლი გაიტანა.

0.119526