ესპანეთის ლა ლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება “სევილიას” ნახევარმცველმა სტივენ ნ’ზონზიმ მოიპოვა. 28 წლის მოთამაშეს აღნიშნული აღიარება კარიერაში პირველად ხვდა წილად.
იანვარში ნ’ზონზიმ 4 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. მთლიანობაში კი, მიმდინარე სეზონში მოედანზე 19-ჯერ გავიდა და 2 გოლი გაიტანა.