საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი და მსოფლიოს რეიტინგის 87-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დევისის თასზე ასპარეზობის შემდეგ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ღია ტურნირზე იასპარეზებს. მეთექვსმეტედფინალში ქართველის მეტოქე ATP-ს რეიტინგის 56-ე ნომერი ადრიან მანარინო იქნება. შეხვედრა 8 თებერვალს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ წყვილში გამარჯვებულს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი დომინიკ ტიმი იქნება. ავსტრიელი მსოფლიოს რეიტინგში მერვე ადგილზე იმყოფება. სოფიას ღია პირველობის საპრიზო თანხა 540, 310 ათასი ევროა.