ფეხბურთი

15:18 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პარუნაშვილი პლოცკის "ვისლაში" გადადის

დიდი ალბათობით, ლაშა პარუნაშვილი პოლონურ პლოცკის "ვისლაში" ითამაშებს. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და პოლონური საიტებიც წერენ.

"ვადასტურებ, რომ ლაშა გვაინტერესებს. ფეხბურთელის ჩამოსვლას ველით, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მას საქმეში ნახავს და თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, კონტრაქტი გაფორმდება" - განაცხადა პლოცკის "ვისლას" პრეზიდენტმა იაკუბ კრუშევსკიმ.

ისე, პარუნაშვილის დამატება დანიის ერთ-ერთ გუნდაც სურს, მაგრამ ამ ეტაპზე პლოცკის "ვისლა" უფრო რეალური ვარიანტია.

შეგახსენებთ, "ვისლას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მერებაშვილია. გუნდი პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-11 ადგილზეა.

პარუნაშვილი 1993 წელსაა დაბადებული და ექვსი წლის წინ "საბურთალოდან" გაიყიდა თბილისის "დინამოში".

0.125321