ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი და აღმოსავლეთში “ბოსტონის” ლიდერი აიზეა ტომასი დაასახელეს.
გასულ კვირას “ბოსტონმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო. ტომასი კი საშუალოდ ერთ მატჩში 37.8 ქულას და 6.8 პასს აკეთებდა.
“გოლდენ სტეიტმა” სამიდან ორი მატჩი მოიგო, კარი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.3 ქულას აგდებდა.