ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს ჰაკერები პირადი მიმოწერის გამოქვეყნებით დაემუქრნენ, თუმცა ექს-ფეხბურთელმა თანხის გადახდაზე უარი თქვა.
A Bola-ს ცნობით, ბოროტმოქმედებმა მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით 1 მილიონ ევროს ითხოვდნენ. როგორც წყარო იტყობინება, ჰაკერები ცნობილ საიტთან Football Leaks თანამშრომლობენ, რომლის სპეციალობას ფეხბურთელებზე, კლუბებსა და აგენტებზე საიდუმლო ინფორმაციის გახმაურება წარმოადგენს.
ბექჰემის წერილების გასაჯაროებიდან გაირკვა, რომ ის სერის ტიტულზე ოცნებობს და იუნისეფ-ის ელჩის წოდებას ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგრად გვაკლია მისნაირი ჯარიმის დამრტყმელი
ფერგიუსონს ბუცი რო არ ესროლა ალბათ მანჩესტერში დარჩებოდა და უფრო კარგი კარიერა ექნებოდა ვიდრე რეალში იყო
ბექემზე ყოველთვის ის ჯარიმა მახსენდება საბერძნეთთან, მაგარ ჯარიმებს ურტყავდა ეს ჩემისა
მე იქით ვთავაზობდი მილიონს მისტერ ბექჰემს, თუმცა მეც უარით გამომისტუმრა.
მინდოდა მის ცოლს, ვიქტორიას ჩემს მიკროფონში ემღერა სპაის გელზის უკვდავი ჰიტები, მაგრამ დევიდმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა DDDDDDDDDD
სწორიც ქნა