კალათბურთი

12:13 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “გოლდენ სტეიტიდან” წასვლას არ ვაპირებ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ sfgate.com-თან საუბრისას განაცხადა, რომ “გოლდენ სტეიტიდან” წასვლა არ უნდა.

“არ მინდა ეს სეზონი მალე დამთავრდეს. როცა ხალხი მეკითხება, რომ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ვხვდები და რას ვაპირებ, ვამბობ, რომ არსად წასვლა არ მინდა. აქ დარჩენა მსურს და იმედია, შემდეგ სეზონშიც აქ ვითამაშებ”- განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ზაზას მხრის ტრავმა აწუხებს, რის გამოც რამდენიმე შეხვედრა გაუცდა. ბოლო ინფორმაციით, ქართველი ცენტრი პარკეტს მალე უნდა დაუბრუნდეს.

0.138951