ფეხბურთი

11:52 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერი“ რანიერის დათხოვნას არ აპირებს

ინგლისური „ლესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ გუნდის იტალიელი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი დაარწმუნა, რომ სეზონის დასრულებამდე მის დათხოვნას არ აპირებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გაიმართა.

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს და პრემიერლიგის 24 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა. „ლესტერს“ 21 ქულა აქვს და მხოლოდ 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

0.111314