ფეხბურთი

13:41 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ქუთათელაძის შესანიშნავი მაკრატელა და დუბლი (+VIDEO)

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" 16-წლამდე გუნდში ჩინებულ გამოსვლას აგრძელებს ქართველი ნიკა ქუთათელაძე. 15 წლის თავდამსხმელმა ამჯერად "ენტენტეს" შესაბამის ასაკობრივ გუნდთან თავი დუბლით გამოიჩინა. ქუთათელაძემ ჯერ ანგარიში გახსნა აკრობატულ ნახტომში, ხოლო ცოტა ხანში ულამაზესი გოლი შეაგდო - მაკრატელა დარტყმით.

აღნიშნული თამაში პსჟ-მ 3:1 მოიგო. ნიკამ კი, მოედანზე 90 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხურთელს 10 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

0.114717