კალათბურთი

12:22 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომამ” “პორტლენდს” აჯობა, პირსი “ბოსტონის” ლოგოს ეამბორა

“ოკლაჰომამ” შინ “ “პორტლენდს” 105:99 მოუგო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 34:26 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 42 ქულა რასელ უესტბრუკის ანგარიშზეა, რომელსაც ასევე 8 პასი და 4 მოხსნა ჰქონდა. “პორტლენდში” 29 ქულით ლილარდი გამოირჩა.

“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში “კლიპერსი” 107:102 დააამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში “კლიპერსი” მდევრის როლში იყო და ანგარიშიც კი ვერ გაათანაბრა. მატჩის მთავარი მომენტი მის დაწყებამდე მოხდა, როცა ამჟამად “კლიპერსის” კალათბურთელი და “ბოსტონის” ლეგენდა პოლ პირსი პარკეტზე გავიდა და “ბოსტონის” ლოგოს ეამბორა - პირსისთვისს ეს სეზონი ბოლოა და ბოსტონში ბოლოჯერ ითამაშა. პირსმა 5 წუთში სამი ქულა მოუტანა გუნდს. “ბოსტონში” 28 ქულით აიზეა ტომასი გამოირჩა, ხოლო კლიპერსში 23-23 ქულით კროუფორდი და გრიფინი საუკეთესოები იყვნენ.

“ბრუკლინი” – “ტორონტო” 95:103 (24:26, 19:29, 20:20, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=zmRdqBKW33w

“ბოსტონი” – “კლიპერსი” 107:102 (29:19, 27:28, 25:20, 26:35)

https://www.youtube.com/watch?v=ndehAZRiN8A

ოკლაჰომა” – “პორტლენდი” 105:99 (24:16, 22:36, 25:21, 34:26)

https://www.youtube.com/watch?v=N2gPN08HBGg

0.113694