ფეხბურთი

11:57 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასმა სუბისარეტას რეკორდი დაამხო

ლეგენდარული იკერ კასილიასი ესპანური ფეხბურთის რეკორდსმენია – 35 წლის იკერმა ანდონი სუბისარეტას რეკორდი დაამხო და ესპანელ მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი აქვს კარიერაში ჩატარებული – 960.

კასილიასმა ამ მაჩვენებელს პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “სპორტინგთან” შეხვედრაში უწია (2:1). “რეალში” მან 725 თამაში ჩაატარა, ესპანეთის ნაკრებში - 167, ხოლო “პორტუში” - 68. ხსენებულ მატჩებში კასილიასმა 898 გოლი გაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ ანდონი სუბისარეტას 959 შეხვედრაში 906 გოლი აქვს გაშვებული.

0.134877