აფრიკის 2017 წლის თასის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად ჩემპიონ კამერუნის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ბასგოგი დასახელდა. 21 წლის მოთამაშეს საუკეთესოს წოდება აფრიკის ფეხბურთის ასოციაციამ მიანიჭა.
ბასგოგმა აწ დასრულებულ აფრიკის თასზე ექვსი შეხვედრა ჩაატარა (აქედან ოთხი შეუცვლელად) და ერთი გოლი გაიტანა. კამერუნელი ფეხბურთელი ამჟამად დანიის სუპერლიგაში, კერძოდ, “ოლბორგში” ირჯება.