ფეხბურთი

16:14 | 6.02.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: "დორტმუნდმა" ომერ ტოპრაკი დაიმატა

დორტმუნდის “ბორუსიამ” მომავალი სეზონისთვის ზრუნვა აქედანვე დაიწყო და პირველი ტრანსფერიც განახორციელა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ზაფხულიდან მათ რიგებს ლევერკუზენის “ბაიერის” მცველი ომერ ტოპრაკი გააძლიერებს.

“ტოპრაკი გამოცდილი და ძლიერი მცველია, რომელიც გამოგვადგება”, - აღნიშნა “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

27 წლის თურმა ფეხბურთელმა “ყვითლებთან” ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. “ლევერკუზენთან” კი, კონტრაქტი მას 2018 წელს ეწურებოდა.

ომერ ტოპრაკი “ბაიერის” შემადგენლობაში 2011 წელს ჩაირიცხა, მანამდე “ფრაიბურგში” თამაშობდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:55 | 18.08.2020
100% (432)

გაალამაზებს, ლალიგას.

02:29 | 18.08.2020
davidinho (1027)

კარგია

0.056198