ძიუდო

21:35 | 5.02.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაო ქართული რეპეშაჟის ფინალით

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია ტურნირზე გამოსვლა 2 მედლით დაასრულა. პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართულ ორდღიან საერთაშორისო ტურნირზე დღეს საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს დროშის ქვეშ კი 10-მა ძიუდოისტმა იჭიდავა და მათგან, კვარცხლბეკზე ონისე ბუღაძე (+100 კგ) და ნოდარ ბერიანი (90 კგ) ავიდნენ.

ბუღაძემ დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და ფინალში გავიდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა არგენტინელი ჰექტორ კამპოსი და ფრანგი ნაბილ ზალაგი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ხოლო კიდევ ერთ ფრანგს – მეტიუ ტორელს ვაზარით აჯობა. უმაღლეს ტიტულამდე ონისეს რუსეთის ნაკრების წევრ ანტონ ბრაჩევის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა ოქროს ფასი იპონი მესამე წუთის ბოლოს შეასრულა. ქართველი ძიუდოისტი კი ვერცხლს დასჯერდა.

ნოდარ ბერიანმა ბრინჯაოს მედალი თანაგუნდელის – უშანგი მარგიანის ვაზარით ძლევით გაინაღდა. რეპეშაჟის ქართულ ფინალამდე ბერიანმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე ძირითად ბადეში. პორტუგალიელი ნოელ დელგადო და ფრანგი ლუდოვიკ გობერი სუფთად დაამარცხა, ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ვაზარით გასცდა. ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა კი ნახევარფინალში ჩაეკეტა, მომავალ ჩემპიონთან – ფრანგ აქსელ კლერჟესთან იპონით წაგებით.

უშანგი მარგიანმა ტურნირი უკრაინელ ოლექსანდრ კრუკთან დაპირისპირებით გახსნა და 2 წუთსა და 17 წამში იმარჯვა. იპონითვე გაუსწორდა დომინიკის რესპუბლიკელ რობერტ ფლორენტინოსაც, ოღონდ "ოქროს დროში”. მეოთხედფინალში კი ფრანგ ალექსანდრე იდირთან ასევე დამატებით დროში, ვაზარით წააგო და "ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო, სადაც პორტუგალიელ გილერმე სალვადორს ერთი წუთი აკმარა.

90 კილოგრამში ბერიანისა და მარგიანის გარდა, კიმონო არჩილ გოგოლაშვილმაც მოირგო, მაგრამ პირველსავე წრეში, თურქ ბატუჰან ეფემგილთან ორწუთნახევარში დამარცხდა. მძიმე წონაში კი ტატამზე გუგა კიბორძალიძეც გავიდა. საწყის ეტაპზევე მომავალ ჩემპიონს - ბრაჩევს დაეჭიდა და ორ წუთში დამარცხდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართულ განაცხადში კობა მჭედლიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი იყვნენ. მჭედლიშვილი პირველ წრეში, ორქოს დროში, იპონით დამარცხდა ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან. პაპუნაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ფრანგი ნიკოლას ჩილარდი ვაზარით ჩამოიშორა. მერვედფინალში კი პორტუგალიელ კარლოს ლუზთან გაფრთხილებით წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

100 კილოგრამის კონკურენციაში სამი ქართველი ჩაება. ალექსანდრე ზაალიშვილმა ტურნირი ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენედერის სუფთად ძლევით გახსნა, მაგრამ მეორე წრეში, ფრანგ ნელ ონორე არიანო რებუკასთან ვაზარით დამარცხდა. იასონ ნემსაძე და დავით ოზბეთელაშვილი კი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშნენ. ნემსაძემ ესპანელ დავიდ რუიზ ზაიაკთან წააგო, ხოლო ოზბეთელაშვილმა – რუსეთის ნაკრების წევრ მაქსუდ იბრაგიმოვთან.

2017 წლის სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული და გაფართოებული შემადგენლობით – 17 სპორტსმენით გამოვიდა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 29 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

გუნდის ლიდერები სეზონს 11-12 თებერვალს, პარიზის გრან სლემით გახსნიან.

ძიუდო

ევროპის ღია ტურნირი

ოდიველასი (პორტუგალია)

4-5 თებერვალი

60 კგ

1 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

2 სედრიკ რევოლი (საფრანგეთი)

3 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

3 ხორე ვერსტრაეტენი (ბელგია)

66 კგ

1 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

2 კილან ლე ბლუში (საფრანგეთი)

3 საშა ფლამენი (საფრანგეთი)

3 ალექსანდრე მარიაკი (საფრანგეთი)

7 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 გილერმე ჩენი (საფრანგეთი)

2 ოლეგ ვასილევი (რუსეთი)

3 არტემ ხომულა (უკრაინა)

3 ანტონი ცინგი (გერმანია)

81 კგ

1 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

2 დენის კალინინი (რუსეთი)

3 ეტიენ ბრიანდი (კანადა)

3 ბენჯამინ მიუნიჩი (გერმანია)

90 კგ

1 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

2 ქუენჟაუ ნჰაბალი (უკრაინა)

3 ნოდარ ბერიანი (საქართველო)

3 ალექსანდრე იდირი (საფრანგეთი)

5 უშანგი მარგიანი (საფრანგეთი)

100 კგ

1 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

2 რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)

3 ნელ ონორე არიანო რებუკე (საფრანგეთი)

3 კლემენ დელვერი (საფრანგეთი)

+100 კგ

1 ანტონ ბრაჩევი (რუსეთი)

2 ონისე ბუღაძე (საქართველო)

3 სტეფან ჰეგი (ავსტრია)

3 მუსა ტუმენოვი (რუსეთი)

გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ V VII

1 საფრანგეთი 2 2 5 5 3

2 რუსეთი 2 2 1 0 2

3 ბრაზილია 1 1 1 0 0

4 ესპანეთი 1 0 0 1 1

4 ისრაელი 1 0 0 1 1

6 უკრაინა 0 1 1 2 0

7 საქართველო 0 1 1 1 1

8 გერმანია 0 0 2 1 1

9 ავსტრია 0 0 1 0 0

9 ბელგია 0 0 1 0 0

9 კანადა 0 0 1 0 0


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:18 | 24.10.2013
Kala94 (6114)

საღოლ ზაზა !!!

21:21 | 24.10.2013
lakers93 (446)

ზაზას სამი პასი მთავარ ჰაი ლაითებში იყო შეყვანილი რმაგი დუბლი და 3 პასიც როქონდეს სეზონში მაგარი იქნება

19:49 | 24.10.2013
jokua (3910)

სასტარტო უნდა გახდეს წესით მალე

17:44 | 24.10.2013
sabonis (9584)

მიდი ზაზა.

17:36 | 24.10.2013
italiafun-juventino (12319)

კარგია ზაზა გააგრძელე ასე და იმედია უფრო მოუმატებ )

17:17 | 24.10.2013
გუგა80 (1551)

ეჰჰ... ზაზას ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ქართული კალათბურთის გულშემატკივრმა არ შემიძლია სინანულით და გულდაწყვეტით არ ამოვიოხრო (უიღბლობის დედაც): კაი დროსია... აწი ველოდოთ მომდევნო ევრობასკეტს კიდევ 2 წელი...

17:02 | 24.10.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

მაგარია ! აშკარად ჯობნის ჯერჯერობით სანდერსს თანაც ამდენი ხნის უთამაშებელია ! მალე მთავარი ცენტრი კი არა გუნდის ლიდერიც გახდება !!

16:42 | 24.10.2013
lasha147 (6103)

კარგია, ზაზასგან უფრო მეტს ველი

15:56 | 24.10.2013
giorgimilan (390)

გუშინ ვუყურე ზაზას თამაშს , ძაან მომეწონა მისი დაცვა , ფაქტიურად ჩენდლერს ხელი არ გაანძრევინა, კარგი იყო როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, ასე თუ გააგრძელა ლარი სენდერსს სკამზე მოუწევს ჯდომა და ძირითადში ჩვენი კაპიტანი იქნება . ავტორ რაც შეეხება ლუკ რიდნურს 11 პასი ქონდა მოხსნა კი არა ))

15:53 | 24.10.2013
SHENGE (375)

Zaza magari xar.darcmunebuli var es sezoni sauketeso ikneba zazas karierashi... p.s.1 komentari,ra sircxvilia..(marto evropaze gvaxsendebian,)

13:55 | 24.10.2013
e_kennison (757)

კარგია ზაზა, უბრალოდ თოკო მეცოდება, მემგონი უნდა გადასულიყო სადმე, კარგი იიქნებოდა მინესოტაში კირილენკოს მაგივრად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074247
სარეკლამო ადგილი - 99
X x X