საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული გამთამაშებლის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "კიმისი" 71:65 დამარცხა, დიქსონმა კი 13 ქულა მიითვალა.
მაიკლს განვლილ შეხვედრაში თამაში არ წაუვიდა. დიქსონმა 3 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, ხოლო 8 სამქულიანიდან მიზანში მხოლოდ ერთი წაუვიდა. ნაკრების წევრმა 10 საჯარიმოდან 8 ჩააგდო, აქტივში კი 2 მოხსნა და 3 გადაცემა ჩაიწერა.
ათენელებმა მე-13 გამარჯვება მოიპოვეს და მესამე ადგილზე მყარად არიან. აეკ-ს მომდევნო მატჩი 11 თებერვალს, შინ "ტრიკალასთან" ელის.