გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა განაცხადა, რომ პსჟ-ში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელის, მესუთ იოზილის ნახვა სურს. ბუნდესნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.
"კიდევ ერთი გერმანელი, რომლის ნახვაც "პარი სენ ჟერმენში" მსურს, მესუთ იოზილია. ვერ გამიგია, საფრანგეთის ჩემპიონატში გერმანელი ფეხბურტელების ნაკლებობა რატომაა. შესაძლოა, ბუნდესლიგა მათთვის უფრო მიმზიდველია, მაგრამ ნებისმიერ გერმანელს ვურჩევ, რომ ლიგა 1-ში ითამაშოს." - ციტირებს დრაქსლერის სიტყვებს ESPN FC-ი.
იულიანი პსჟ-ში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა და 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.