ფეხბურთი

2:39 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამშიკმა და მერტენსმა "ბოლონიას" გადაურბინეს (+VIDEO)

“ნაპოლიმ” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფორმის პიკზეა – მაურიციო სარის გუნდმა “რენატო დალ არაზე” “ბოლონიასგან” არაფერი დატოვა – 7:1.

შეხვედრის ბედი პირველ ხუთ წუთში გადაწყდა, როდესაც მარეკ ჰამშიკმა და ლორენცო ინსინიემ შეაგდეს. მიუხედავად ამისა, “ბოლონიას” ტაიმის შუაწელს შეეძლო თამაშში დაბრუნება, თუმცა ჯერ მატია დესტრომ პენალტი ვერ გაიტანა, მერე კი ხოსე კალეხონიც გააძევეს. და მაინც, მასპინძლებმა რიცხობრივ უპირატესობაში მხოლოდ 6 წუთი გაატარეს და მერე ბოლო იმედის ჯარიმისთვის ადამ მაზინაც გასახდელის გზას გაუდგა. დანიშნული სტანდარტი კი დრის მერტენსემა ფანტასტიკურად შეასრულა. საერთოდ ბელგიელი რომ ბრწყინვალე ფორმაშია კიდევ ერთხელ გამოჩნდა – ჰეთ-თრიქი გაიფორმა. იგივე გააკეთა მარეკ ჰამშიკმაც და მოკლედ, სარეკორდო 1:7 დაფიქსირდა.

სხვათა შორის, ამასობაში დრის მერტენსმა ყველას, გონსალო იგუაინს, ედინ ჯეკოს, ანდრეა ბელოტის, მაუო იკარდის გადაასწრო და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად, 16 გოლით ჩაუდგა სათავეში. მართალც დიდებული სეზონი აქვს ბელგიელს - კარიერაში საუკეთესო.

დიახ, “ნაპოლის” აქამდე იტალიის ჩემპიონატის საგარეო მატჩში არათუ შვიდი, არამედ 6 გოლიც კი არ გაეტანა. გარდა ამისა, 23 ტურის მერე, 54 გოლი აქვს გატანილი და “აძურის” ისტორიაში ამ პერიოდისთვის საუკეთესო შედეგია გატანილი ბურთების მხრივ.

აღნიშნული გამარჯვებით ნეაპოლელებმა “რომას” გადაუსწრეს და მეორე ადგილზე გადავიდნენ. წინ კი, “იუვენტუსია”, რომელთანაც განსხვავება მხოლოდ 3 ქულაა.

“ბოლონია” – “ნაპოლი” 1:7 (1:4) VIDEO

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე (და კოსტა 80); ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა; ნადი, პულგარი, დზემაილი; რიცო (ვერდი 46), დესტრო (პეტკოვიჩი 68), კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, მაკსიმოვიჩი, გულამი; ზიელინსკი (ჯაკერინი 73), დიავარა (ალანი 62), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (როგი 80)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 ჰამშიკი (4), 0:2 ინსინიე (6), 0:3 მერტენსი (33), 1:3 ტოროსიდისი (36), 1:4 მერტენსი (43), 1:5 ჰამშიკი (70), 1:6 ჰამშიკი (74), 1:7 მერტენსი (90)

გაფრთხილება: პულგარი (11), მაიეტა (61) – დიავარა (20), კალეხონი (25, 26), ჰისაი (75)

გაძევება: მაზინა (32) – კალეხონი (26)

გამოუყენებელი პენალტი: დესტრო (26, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 12 (9) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
0.321283