საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, „დინამო“ თბილისის ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჭანტურიშვილი შესაძლოა უკრაინის პრემიერლიგაში ვიხილოთ. ინტერნეტპორტალ Football.ua-ს ინფორმაციით, „ოლექსანდრია“ ჭანტურიშვილით გახლავთ დაინტერესებული და ქართველი უკრაინული გუნდის რიგებს უახლოეს ხანებში შეავსებს.
შეგახსენებთ, ვახტანგ ჭანტურიშვილმა „დინამო“ ერთი თვის წინ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.23 წლის შემტევმა გარდამავალ ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება „ოლექსანდრიას“ - ვლადიმირ შარანის გუნდი უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია. 18 ტურის შემდეგ ამ გუდის მონაგარი 29 ქულაა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მის წინ კი, მხოლოდ დონეცკის „შახტარი“, კიევის „დინამო“ და ლუგანსკის „ზორია“ იმყოფებიან.