იტალიური „ემპოლის“ ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ჯანმრთელადაა და სერია A-ს დამდეგ ტურში, „ტორინოს“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ინტერნეტპორტალ Tuttomercato.web-ის ინფორმაციით, ლევანმა „ემპოლის“ ბოლო ვარჯიშზე სრული დატვრითვით ივარჯიშა და ჯოვანი მარტუშიელო მას ტურინელების წინააღმდეგ ძირითადში გაამწესებს.
შეგახსენებთ, მჭედლიძე იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „კროტონესთან“ მატჩში დაშავდა, რის გამოც 78-ე წუთზე შეცვალეს.
როგორც აღმოჩნდა ლევანის დაზიანება სერიოზული არ გადოდგა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფორვარდი ჩინებულ ფორმაშია და ბოლო 6 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.