ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თვის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ბოსტონის” გამთამაშებელი აიზეია თომასი და დასავლეთში - ”გოლდენ სტეიტის” კალათბურთელები” სტეფ კარი და კევინ დურანტი დაასახელეს.
იანვრის თვეში “ბოსტონმა” 14-დან 10 შეხვედრა მოიგო, ხოლო აიზეია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32,9 ქულას და 6,9 პასს აგროვებდა.
“გოლდენ სტეიტმა” წლის პირველ თვეში 14-დან 12 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. კარი საშუალოდ 27,8 ქულას აგროვებდა, დურანტი – 27,4 ქულას.