კალათბურთი

11:55 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ისევ ვერ ითამაშა, “სან ანტონიომ” “ფილადელფიას” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმის გამო ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა. “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “კლიპერსს” 133:120 აჯობა. მატჩის სტარტზევე “მეომრები” დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში “კლიპერსმა” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა ბლეიკ გრიფინის ანგარიშზეა, “გოლდენ სტეიტმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა და 7 კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი - 29 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. “გოლდენ სტეიტი” 43 მოგებითა და 7 წაგებით დაავლეთ კონფერენციას და სრულიად ლიგას ლიდერობს.

“სან ანტონიომ” შინ “ფილადელფიას” 102:86 მოუგო. ტეხასელებმა მეტოქე გუნდურად დაამარცხეს, შვიდმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი - 19 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. 25 ქულით “ფილადელფიაში” ილიასოვა გამოირჩა.

“ჰიუსტონი” საკუთარ დარბაზში “ატლანტასთან” 108:113 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “ქორებმა” 40:22 მოიგეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 41 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი შესძინა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯორჯიელთა შორის დუაიტ ჰოვარდი 24 ქულით, 23 მოხსნით, 3 პასით, 2 ბლოკ-შოტით და 1 ჩაჭრით საუკეთესო გახლდათ.

“ვაშინგტონი” – “ლეიკერსი” 116:108 (31:29, 27:15, 32:35, 26:29)

https://www.youtube.com/watch?v=y7DOrRxRTtY

“ჰიუსტონი” – “ატლანტა” 108:113 (32:26, 18:21, 36:26, 22:40)

https://www.youtube.com/watch?v=MVN--GOdI8o

“სან ანტონიო” – “ფილადელფია” 102:86 (24:21, 24:32, 31:20, 23:13)

https://www.youtube.com/watch?v=A6v66bnL1Ys

“კლიპერსი” – “გოლდენ სტეიტი” 120:133 (22:33, 33:32, 32:39, 33:29)

https://www.youtube.com/watch?v=pW3F-D0oPKo

0.11564