ფეხბურთი

15:52 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი: "სეზონის შემდეგ? ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ"

ზურაბ ხიზანიშვილი ბაქოს "ინტერში" თითქმის რეგულარულად თამაშობს და კარგი პრესაც აქვს. 35 წლის ქართველ მცველს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რას გააკეთებს სეზონის ბოლოს, როცა "ინტერში" კონტრაქტი ამოეწურება.

"დიახ, ხელშეკრულების ვადა მთავრდება, თუმცა მანამდე სამი-ოთხი თვეა დარჩენილი. ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ამ სამ-ოთხ თვეში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა "ინტერმა" კარგად ითამაშოს. ჩემს სამომავლო გეგმებზეც ზაფხულში ჩამოვყალიბდები".

ხიზანიშვილმა Azerifootball-თან კომენტარი გააკეთა "ინტერიდან" სპონსორის წასვლაზეც:

"ეს კლუბისთვის ცუდი ამბავია. სპონსორი სეზონის დასაწყისში, ან დასასრულს რომ წასულიყო, კიდევ გავიგებდით, მაგრამ შუა სეზონში რთულია... დაიწყო მეორე ნახევარი, გუნდი სამეულშია და ამ დროს ირკვევა, რომ სპონსორი ტოვებს "ინტერს". ეს პრობლემას შუქმნის კლუბს".

0.12149