სხვა

12:56 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძის საიუბილეო საღამო და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის „სნაიპერი" პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს ეძღვნება. რეჟისორი გოგი თორაძე და შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 1990 წლიდან მუშაობს. ფილმი აერთიანებს 26-წლიან დოკუმენტურ მასალას ოლიმპიური ჩემპიონის მიღწევების, მისი სპორტული კარიერის შესახებ.

ფილმის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონის საიუბილეო საღამო, რომელსაც სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონს იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ნინო სალუქვაძის კარიერა არის იმის დასტური, როგორ შეიძლება წლების მანძილზე სტაბილურად იასპარეზო, ასახელო ქვეყანა და იყო წარმატებული. ეს ფილმი სახელმძღვანელო იქნება მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რაც ქალბატონმა ნინომ დააგროვა, სამაგალითო იქნება მომავალი სპორტსმენებისთვის".

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში გამართულ საიუბილეო საღამოს და ფილმის პრეზენტაციას ეწრებოდნენ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური კომიტეტის წევრები და სხვადასხვა თაობის წარმატებული სპორტსმენები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.133951