“სტოკ სიტის” ფეხბურთელმა პიტერ კრაუჩმა ინგლისის პრემიერლიგაში საიუბილეო მეასე გოლი გაიტანა. კრაუჩმა აღნიშნულ ნიშნულს გუშინ, “ევერტონთან” (1:1) მატში უწია.
აღსანიშნავია, რომ 36 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია მათ შორის, ვინც პრემიერლიგაში 100 გოლის გატანა შეძლო.
გარდა ამისა, 26-ე ფეხბურთელია ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ ასი გოლი გაიტანა.