ფეხბურთი

20:50 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" პირველი შეკრება დაასრულა

ნოვოსიბირსკის "სიბირთან" ამხანაგური მატჩით პირველი შეკრება დაასრულა "საბურთალომ", რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში თურქეთის ქალაქ სიდეში ემზადებოდა. დღევანდელი სპარინგ-მატჩი რუსების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"საბურთალო" იგებდა: ვაგნერის საჯარიმოში წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა გოლად აქცია.მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ასევე პენალტით შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მალე ნოვოსიბირსკელებმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. თბილისელები სამშობლოში 3 თებერვალს გამთენიისას დაბრუნდებიან.

"საბურთალოს" შემადგენლობა "სიბირთან": კუპატაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე, ფანცულაია. მეორე ტაიმში ითამაშეს: ნასყიდაშვილი, ხუბაშვილი, ნადარაია, მალი, ნიკოლაშვილი, ქოჩორაშვილი, ბაკურაძე, იმნაძე, გვარაძე, იაშვილი, ჩოგაძე.

fcsaburtalo.ge

0.117217