საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 1995–1996 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა შორის “ივერიას” გამარჯვებით დასრულდა.
საცურაო კომპლექს “ოლიმპიკში” გამართულ ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი.
A ჯგუფი B ჯგუფი
ივერია ლიგამუსი
თბილისი ლიგამუსი II
ბათუმი ივერია II
სკოლა – ლიცეუმი ტონუსი
საქართველოს წყალბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფინალურ შეხვედრაში ”ივერიამ” ანგარიშით 11:5 დაამარცხა ”ლიგამუსი” და პირველ ადგილს დაეუფლა. მესამე ადგილზე გავიდა ლიგამუსი II, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში “თბილისს” 5:3 სძლია.
მაკა თოიძე
ფოტო: waterpolo.ge







