ინგლისის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” “უდინეზეს” 25 წლის ფეხბურთელით, მოლა ვაგით გაძლიერდა. როგორც “მელიების” ვებგვერდი იტყობინება, მალის ნაკრების მცველი ნისლიან ალბიონზე სეზონს იჯარის წესით ჩაამთავრებს.
მოლა ვაგი “უდინეზეს” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და წელს სერია ა-ში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა. მალის ეროვნული ნაკრების ღირსება კი, აქამდე 19-ჯერ დაიცვა.