ფეხბურთი

22:48 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ისტორია – ორ დღეში შეცვლილი სამი გუნდი

ფრანგული “სენტ ეტიენის” თავდამსხმელი ანტონი მუნიე კარიერას ბერგამოს “ატალანტაში” გააგრძელებს, იტალიური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის მოთამაშე ბერგამოში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

აღნიშნულ ტრანსფერში საინტერესო ის გახლავთ, რომ მუნიე “სენტ ეტიენმა” “ბოლონიადან” 29 იანვარს დაიმატა, მაგრამ გულშემატკივრების პროტესტის გამო დღეს ფეხბურთელი გაასხვისა.

მუნიე 2002-2009 წლებში “ლიონში” თამაშობდა და ამავდროულად ამ გუნდის გულშემატკივარიცაა. “სენტ ეტიენის” ფანობას კი გულზე ყველაზე მეტად სწორედ “ლიონი” არ ეხატებათ - პროტესტის მიზეზიც ეს გახდა.

მუნიე “ბოლონიამდე” “მონპელიესა” და “ნიცაშიც” ირჯებოდა.

0.111526