კალათბურთი

20:13 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში უეიტერსი და კაზინსი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “საკრამენტოს” ცენტრი დემარკუს კაზინსი და აღმოსავლეთში “მაიამის” კალათბურთელი დიონ უეიტერსი დაასახელეს.

გასულ კვირაში “მაიამიმ” ოთხივე შეხვედრა მოიგო, უეიტერსმა “გოლდენ სტეიტთან” და “ბრუკლინთან” გამარჯვების მომტანი ბურთები ჩააგდო.

“საკრამენტომ” სამი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. კაზინსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.8 ქულას, 14.5 მოხსნას და 6 პასს აკეთებდა.

0.148922