ფეხბურთი

17:44 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რანოკია პრემიერლიგაში გადაბარგდა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ჰალ სიტიმ” მილანის “ინტერის” მცველი ანდრეა რანოკია დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. 28 წლის იტალიელი ფეხბურთელი ინგლისში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ანდრეა რანოკია “ინტერში” 2011 წლის იანვარში გადაბარგდა და ერთი ხანობა გუნდის კაპიტანიც იყო. თუმცა, 2015 წლიდან მოყოლებული სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში მან სულ რაღაც 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.154529