ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მყოფი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მარტის ბოლოს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 25 და 27 მარტს ჩვენი გუნდი რუსეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე სპარინგ-მატჩი თბილისში ჩატარდება.