ფეხბურთი

21:26 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფერსონ ფარფანი ევროპაში დაბრუნდა

ვეტერანი პერუელი ფეხბურთელი ჯეფერსონ ფარფანი ევროპაში დაბრუნდა. 32 წლის შემტევი ნახევარმცველი ამიერიდან რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “ლოკომოტივის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ მოსკოვური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ფარფანი, რომელიც ბოლოს არაბეთის გაერთიანებული საამირეობში, “ალ ჯაზირაში” გადოიოდა, “ლოკომოტივს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჯეფერსონ ფარფანმა სახელი ჰოლანდიურ “პსვ ეინდჰოვენში” თამაშით გაითქვა, რომლის რიგებშიც 2004-2008 წლებში 62 გოლი გაიტანა. 2008-2015 წლებში კი, გელზენკირხენის “შალკეს” ღირსებას იცავდა (53 გოლი).

პერუს ნაკრების შემადგენლობაში ფარფანს 69 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.

0.129783