ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუმინელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქრისტინა ადელა-ფოიშორი.
იგი თავისი ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკე იყო. რუმინეთის ნაკრებთან ერთად ცამეტჯერ მიიღო მონაწილეობა საჭადრაკო ოლიმპიადებში. ასევე ხშირად მონაწილეობდა ინდივიდუალურ მსოფლიო ჩემპიონატებში. ავადმყოფობის მიუხედავად, მიმდინარე წელს, თეირანის (ირანი) მსოფლიო ჩემპიონატშიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას, სადაც პირველ წრეში ოლგა გირიას (რუსეთი) უნდა შეხვედროდა...
დარჩა ორი ქალიშვილი - საბინა - ფრანჩესკა და მიხაელა-ვერონიკა, რომლებიც დედის კვალს გაჰყვნენ და ასევე მოჭადრაკეები არიან.