ინგლისის ეროვნული ნაკრების 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ნახევარმცველი ადამ ლალანა აღიარეს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მერსისაიდელთა 28 წლის შემტევმა გამოკითხვაში ხმათა 39 პროცენტი დააგროვა და “ლესტერის” ფორვარდ ჯეიმი ვარდისთან (12%) ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს უეინ რუნის (8%) აჯობა, რომელსაც ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი 2014 და 2015 წლებში მოუპოვებია.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ამ სეზონში ყველაფერი კარგად მიდის. როცა კლუბში კარგად თამაშობ, განწყობა ნაკრებშიც მიგყვება. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ ინგლისის ნაკრებს რომ დავეხმარო და ამ ერთ სეზონში მიღწეულზე არ შევჩერდე” - განაცხადა დაჯილდოვებისას ლალანამ, რომელიც ინგლისის ეროვნული გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს და მის აქტივში 29 მატჩში გატანილი 3 გოლია. სხვათა შორის, სამივე გოლი გასული წლის შემოდგომაზე, სლოვაკეთთან (1:0) და შოტლანდიასთან (3:0) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში და ესპანეთთან (2:2) ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ამასთან, 2016 წელს 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეც ლეხი მირჩევნია
Lexi nikush Lexi to Ari's realuri Shansi at iqneba cudi
poloneti jobia shotlandiis chsdjmul chempionats
ევრო საბჭოთაკავშირი იშლება თანდათან და ეგებ მასე მაინც გაეწიოს სამსახური ქართველ ფეხბურთელებს...
არა, პრინციპში პირიქით გამოვა...
არამგონია რეინჯერსის დაინტერესება რეალური იყოს, თუმცა მგონია თუ წავა შოტლანდიაში თავისი გაბარიტების და ძალის გამო არ დაიკარგება
ვერ ვიტყვი, რომ სკოტებმა მომავალი არველაძე დაინახეს, მაგრამ ეტყობა ფლოს აგონებთ ამისი მონაცემები

სხვათაშორის ევროკავშირში შესვლა ქვეყნის განვითარებაზე მეტად ქართულ ფეხბურთს წაადგება მემგონი
ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები არაევროკავშირელ ლეგიონერებზე და ამის ფონზე რთულია ბრაზილიელს, არგენტინელს, ან თუნდაც აფრიკელს გაუწიოს კომკურენცია ქართველმა და ის არაევროკავშირული სლოტი დაისაკუთროს...
სკოტებს და ზოგადად ბრიტანელებს უყვართ ძალისმიერი ფეხბურთი და მათი ნავესებისთვის დიდი ძლიერი ფორვარდის ნიკას სახით მისწრებაა
ლეხს ოსევ რეინჯერსი ჯობია უფრო ითამაშებს შოტლანდიაში ვიდრე პოლონეთში წარმატებებიი იმედია კაი გუნდს გამოკრავს ხელს..
სავაშა__
ჩვენებისთვის ინგლისი გამორიცხულია მათ საკუთარი რეგულაცია აქვთ
სავაშა მართალია იმიტომ რომ ეგ რეგულაციები რომ ნაღდი იყოს საპოჟნიკი ემიუში არ ითამაშებდა...
ლივერპულში ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელი არ თამაშობს? მოუნდეთ და ათამაშებენ - სისულელეა ეგ ბაზრები.
რასაც ვამბობ ეგრეა
პოლონეთი კარგია, მაგრამ რეინჯერსში უფრო გაასწორებს
იქნებ შოტლანდიიდან ინგლისში მოხიოს
წარმატებები. ძაან მომწონს ეს თავდამსხმელი
პროსტა გუშინ უნდა შეგეგდო რაა
გამიხარდება თუ რეინჯერსში გადავა. შოტლანდიაში ჩვენები ყოველთვის წარმატებით თამაშობდნენ.
ოღონდ პოლონეთი არა რააა