ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი სერენა უილიამსი დღეს გამოქვეყნებულ WTA-ის რეიტინგის სათავეში მოექცა და აწ უკვე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი გერმანელი ანგელიკა კერბერი მეორე ადგილზე გადავიდა.
ჩეხმა კაროლინა პლისკოვამ მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა 231-ე ადგილიდან 226-ე პოზიციაზე გადავიდა.
WTA-ის განახლებული რეიტინგი – 30 იანვარი
- სერენა უილიამსი – 7780 ქულა
- ანგელიკა კერბერი – 7115
- კაროლინა პლისკოვა – 5270
- სიმონა ჰალეპი – 5073
- დომინიკა ციბულკოვა – 4985
- ანგეშკა რადვანსკა – 4915
- გარბინე მუგურუზა – 4720
- სვეტლანა კუზნეცოვა – 3915
- მედისონ ქისი – 3897
- იოჰანა კონტა – 3705