გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.
უხვქულიანი და დრამატული თამაში გამოვიდა ჯორჯიაში, სადაც “ატლანტამ” “ნიუ იორკს” 142:139 აჯობა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე კარმელო ენტონიმ ორქულიანი ჩააგო და 104:104 –ზე დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. პირველი ოვერტაიმის ბოლო წამზეც კარმელომ 2-ქულიანი მოათავსა და 113:113-ზე მეორე დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა, სადაც თამაში თანაბრად წარიმართა და 123:123 დასრულა. მესამე ოვერტაიმში “ნიუ იორკი” 130:128-ს იგებდა, მაგრამ შროდერმა ბოლო წამზე ორქულიანი ჩააგდო და მატჩში მეოთზე დამატებითი 5-წუთეული დაიწყო - ბოლო წამებზე “ატლანტა” 142:139 დაწინაურდა, კორტნი ლიმ სამქულიანი ისროლა, რათა შეხვედრა მეხუთე ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. ამ დრამატულ შეხვედრაში ყველაზე მეტი 45 ქულა კარმელო ენტონის ანგარიშზეა. 37 ქულით პოლ მილსაპი გამოირჩა.
“კლივლენდმა” შინ “ოკლაჰომას” 107:91 მოუგო. ლებრონ ჯეიმსმა 25 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი გააკეთა, “მეფე” “კავალიერსის” ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, ვინც “კავალერიის” მაისურით 20 000 ქულაზე მეტი ჩააგდო, ლებრონს ამ თამაშის შემდეგ 20 019 ქულა დაუგროვდა, სულ კარიერაში 27 938 ქულა აქვს ჩაგდებული. რასელ უესტბრუკმა კი მიმდინარე სეზონში 24-ე სამმაგი დუბლი შეასრულა (20 ქულა, 10 პასი, 12 მოხსნა).
ტეხასურ დერბიში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - “სან ანტონიო” შინ “დალასთან” 101:105 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “დალასმა” 28:20 მოიგო. “სან ანტონიოში” 24 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა, ხოლო “დალასში” 24 ქულით კარი საუკეთესო გახლდათ. ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ ორმაგი დუბლი შეასრულა 15 ქულა და 10 მოხსნა.
“ატლანტა” – “ნიუ იორკი” 142:139 (30:37, 31:28, 22:16, 21:23. o.t. 38:24)
https://www.youtube.com/watch?v=Tf7wnjK3x4E
“კლივლენდი” – “ოკლაჰომა” 107:91 (21:24, 37:21, 22:20, 27:26)
https://www.youtube.com/watch?v=bNMruSQqJK8
“ინდიანა” – “ჰიუსტონი” 120:101 (33:20, 24:23, 33:27, 30:31)
https://www.youtube.com/watch?v=XUa2e2KVZUc
“ნიუ ორლეანი” – “ვაშინგტონი” 94:107 (23:29, 17:28, 33:17, 21:33)
https://www.youtube.com/watch?v=RiP8SXlaX9k
“ტორონტო” – “ორლანდო” 113:114 (36:27, 15:33, 27:22, 35:32)
https://www.youtube.com/watch?v=wWNGq_5-yF8
“ჩიკაგო” – “ფილადელფია” 121:108 (37:23, 30:34, 29:30, 25:21)
https://www.youtube.com/watch?v=XbhRb7Jj8LM
“სან ანტონიო” – “დალასი” 101:105 (28:27, 31:22, 22:28, 20:28)
https://www.youtube.com/watch?v=UpDOqwmVW2U
“პორტლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 111:113 (24:33, 26:20, 24:31, 37:29)