მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა პორნო-ვარსკვლავმა ალეტა ოუშენმა სიტყვა გატეხა და საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” აქციების ნაწილი არ შეიძინა, ათასვაებანახული, წარმოშობით უნგრელი ალეტა ირწმუნება, რომ “ლივერპულის” ქომაგად რჩება.
ბრიტანეთში ჭორი გავრცელდა, რომ პორნო-ვარსკვლავს ბრიტანულ ფეხბურთში ფულის ჩადება გადააფიქრებინეს, რადგან ინგლისელი ქომაგებისათვის პორნოგრაფიით ნაშოვნი ფული მაინცდამაინც მისაღები არააო. ეს შეიძლება სიმართლეცაა, მაგრამ თავად ალეტა პორნოგრაფიაში ცუდს ვერაფერს ხედავს და საკუთარ საქმიანობას ხელოვნებას უწოდებს.
მართლაც ყველაფერი ინდივიდუალურია, თორემ თუკი პორნო-მსახობობა ხელოვნებისა და მუზების მსახურებაა, მაშინ, ალეტა ოუშენი თავისი საქმის ვერგილიუსი ყოფილა და ახლა ის დროა, როდესაც ოუშენის “ხელოვნებას” ოდები უნდა მივუძღვნათ.