გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ტულიო დე მელო ამიერიდან “შაპეკოენსეს” ღირსებას დაიცავს. 31 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილი ხდება, დე მელო “შაპეს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ბრაზილიელი ფორვარდი ბოლოს “სპორტ რესიფეში” გამოდიოდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 26 თამაშში 7 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, დე მელო “შაპეკოენსეში” 2015 წელს გამოდიოდა და 13 შეხვედრაში გუნდს 5 გოლით შეეწია.
კარიერის საუკეთესო წლები კი, ბრაზილიელს საფრანგეთში, კერძოდ, “ლილში” აქვს გატარებული.