იტალიური “ემპოლის” შემტევი ნახევარმცველი რიკარდო საპონარა კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ტოსკანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 25 საპონარა “არტემიო ფრანკიზე” მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ჩაამთავრებს, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. საპონარა "ფიორენტინაში" 21 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რიკარდო საპონარას “ემპოლის” მაისურით ჯამში 70 თამაში აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი. გარდა ამისა, იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 22-ჯერ ითამაშა და თავი სამჯერ გამოიჩინა. რიკარდოს თავის დროზე “მილანშიც” უთამაშია, მაგრამ ლომბარდიაში თავი ვერ გამოიჩინა.
გარდა საპონარასა, "ფიორენტინა" უახლოეს საათებში ურუგვაის ნაკრების მცველ მარტინ კასერესს გაიფორმებს. იტალიური მედიის ცნობით, სამხრეთამერიკელი სამედიცინო შემოწმებას ფლორენციაში მალე გაივლის.