"ტიანცზინ ციუანცზიანმა" "ლესტერს" ისლამ სლიმანის სანაცვლოდ 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, თუმცა "მელიებმა" აღნიშნული შეთავაზება იუარეს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-ს სანდო წყარომ მიაწოდა.
ასევე, ჩინური კლუბი ალჟირელის კვირაში 300 000 გირვანქა ჰპირდებოდა. ჯერჯერობით თავად ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით უცნობია.
სლიმანი პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა გასული წლის ზაფხულში დაიმატა და "სპორტინგს" 29 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. მიმდინარე სეზონში ისლამმა 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.